ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ერთმანეთში გადასანაწილებელი აქვს ხმების დაახლოებით 40 პროცენტი, ვისზე როგორ განაწილდება, ამაზე მიდის ბრძოლა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ერთმანეთში გადასანაწილებელი აქვს ხმების დაახლოებით 40 პროცენტი, ვისზე როგორ განაწილდება, ამაზე მიდის ბრძოლა

ოპოზიციის წარმომადგენლები იბრძვიან მეორე ადგილისთვის, მათ აქვთ ერთმანეთში გადასანაწილებელი დაახლოებით ხმების 40 პროცენტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის ოპოზიციის ბრძოლის მთელი შინაარსი.

„მგონია, რომ ამ პარტიებსაც, საბოლოო ჯამში, ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, რა თქმა უნდა, პოლიტიკურს ვგულისხმობ. ისინი იბრძვიან მეორე ადგილისთვის, მათ აქვთ ერთმანეთში გადასანაწილებელი ხმების დაახლოებით 40 პროცენტი და ვისზე როგორ განაწილდება ეს 40 პროცენტი, ამაზე მიდის ბრძოლა. ეს არის მათი ბრძოლის მთელი შინაარსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.