ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ამ მარტივ სიტუაციაშიც მოახერხა სპეკულირება, როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე
ოპოზიციამ ამ მარტივ სიტუაციაშიც კი მოახერხა სპეკულირება. როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, რომ დღეს დილით წასვლას აპირებდა, რაც შესაბამისად გაჟღერდა.
„გვითხრა ბატონმა დანიელსონმა, რომ ის დღეს 10:00 საათზე უნდა დაბრუნებულიყო ბრიუსელში და შემდეგ გაგრძელდებოდა დიალოგი. ეს იყო ის, რაც გვითხრა მან. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარი. თუმცა, ვხედავთ, რომ ოპოზიციამ ამ მარტივ სიტუაციაშიც კი მოახერხეს სპეკულირება. როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე. დანიელსონის ქვეყანაში დარჩენა არის კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად ეკიდება ევროკავშირი დიალოგს და იმას, რომ მათ შორის ოპოზიცია უნდა შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს იმას, რომ სათანადო დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყანაში დარჩა და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს აგრძელებს.