ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პატარა კლასტერი, რომელიც თავისი ბუნებით არაჯანსაღია, ხოლო ყველა დანარჩენი არის ჯანსაღი
ღია ვართ კონსულტაციებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში საკმარისად აღმოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ასეთივე მზაობას მოლაპარაკებებისთვის და შეთანხებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად ოპოზიცია ორად არის გაყოფილი.
„არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და ალბათ მომავალშიც დააფიქსირებს. მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ, არის პატარა კლასტერი, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი, რომელიც არის არაჯანსაღი თავისი ბუნებით და სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები პირველი სხდომის წინა დღეს, ყველა დანარჩენი არის ჯანსაღი. დანარჩენს ვნახავთ მაშინ, როცა პარტიები დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.