ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და ჩასვა იქ, სადაც მისი ადგილი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს, რადგან „გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და ჩასვა იქ, სადაც მისი ადგილი იყო“.
კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმები ლოგიკურია, ვინაიდან ისინი „ქართული ოცნების“ გუნდში გამორჩეულად ძლიერი ფიგურები არიან.
„ოპოზიცია არის გაბრაზებული იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და ჩასვა იქ, სადაც მისი ადგილი იყო. ამაზე არიან გაბრაზებული და ამას უკავშირდება პიარული კამპანია მის წინააღმდეგ. ამას მიჩვეული ვართ კონკრეტული ტელევიზიებისა და პარტიებისგან. პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრზე თავდასხმები არის ლოგიკური იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან გამორჩეულად ძლიერი ფიგურები ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.