ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ერთმანეთის ჭამით არის დაკავებული
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ერთმანეთის ჭამით არის დაკავებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, სანამ ხელისუფლება დაკავებულია საქმის კეთებით და პანდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური და ეკონომიკური კუთხით, ამასობაში, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით.

„ისინი ერთმანეთს ჭამენ პარტიებში, პარტიებს გარეთ, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. ყველგან არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია საბოლოო ჯამში იმ მოცულობითაც ვერ იქნება მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, რა ფორმითაც დღეს არის. შესაბამისად, გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ კარგია ჩვენთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.