ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ადრე თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით და ახლა თავს გვჭრის მსოფლიო მასშტაბით, ეს არის კატასტროფა
ოპოზიცია ადრე თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით და ახლა თავს გვჭრის მსოფლიო მასშტაბით, ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც ასეთი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას, ეს არის უმძიმესი. როგორ აყენებენ შეურაცხყოფას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენს მეგობარ ელჩებს, ამით ყველაფერი ნათქვამია, ეს არის კატასტროფა. როდესაც საუბრობენ ისინი, რომ ტყვეებით ვაჭრობენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა თავის მოჭრა. აქ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ მოიტანეს ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან და შემდეგ დააბრალეს მათ, თითქოს მათი შემოტანილი იყო ეს საკითხი. ამ საკითხის შემოტანა მათი მხრიდან იყო სამარცხვინო. როდესაც ჩვენ გვაქვს გაყიდული დავით გარეჯი და შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს არის სამარცხვინო. მით უმეტეს, მერე ამას მეგობარი ქვეყნების ელჩებს რომ აბრალებ. ასეთი ოპოზიციის ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში, უმაღლეს დემოკრატიულ ორგანოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.