ირაკლი კობახიძე - ოპონენტების პრეტენზია, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი ნელი ტემპით მიდის, ღიმილის მომგვრელია
ოპონენტების პრეტენზია, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი ნელი ტემპით მიდის, ღიმილის მომგვრელია. საზოგადოებას დეტალური გეგმა წარვუდგინეთ, დეტალური ვადებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი ორ-თვენახევარში დასრულდება, ევროკავშირი კი კანდიდატობის თაობაზე გადაწყვეტილებას მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს.
„შემუშავებულია კანონპროექტები, გაწერილია ვადები. ყველაფერი ვადების ფარგლებში შესრულდება, აქედან გამომდინარე, საუბარი ნელ ტემპზე აბსურდულია. რაც შეეხება შინაარსს, ამ პროცესში არა მხოლოდ ჩართული არიან სუბიექტები, არამედ მხედველობაში ვიღებთ ინიციატივებს, ამის მაგალითია საპარლამენტო ზედამხედველობა, სტრასბურგის ნაწილი, საარჩევნო ცვლილებები და ა.შ. პროცესში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ სუბიექტები, არამედ მათი ინიციატივები საკვანძო საკითხებზე გავითვალისწინეთ. ინკლუზიურობა უზრუნველყოფილია“, – განაცხადა კობახიძემ.