ირაკლი კობახიძე - ომში აგრესორი რუსეთის ფედერაცია იყო და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე - ომში აგრესორი რუსეთის ფედერაცია იყო და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა სათანადო შედეგის მისაღწევად.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ომში აგრესორი რუსეთის ფედერაცია იყო და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის გადაწყვეტილება.

„იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა, რათა სათანადო შედეგისთვის მიგვეღწია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება რეალობას, რაც 2008 წელს იყო. ყველამ ვიცით, რომ ამ ომში აგრესორი რუსეთის ფედერაცია იყო, ამას ზუსტად ასახავს სტრასბურგის გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ქართული მხრის, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ძალისხმევა სჭირდებოდა და ზუსტად ამის შედეგია გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიიღო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.