ირაკლი კობახიძე - ომბუდსმენის პოსტზე ოპოზიციის გარეშე ვერავის ავირჩევთ, კონკრეტული კანდიდატების მიმართ ჩვენი განწყობები გვაქვს, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ
ირაკლი კობახიძე - ომბუდსმენის პოსტზე ოპოზიციის გარეშე ვერავის ავირჩევთ, კონკრეტული კანდიდატების მიმართ ჩვენი განწყობები გვაქვს, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ

ჩვენ ვერავის ავირჩევთ, თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ იქნება. 19 კანდიდატის დასახელება „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებაა და საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარლამენტს მოუწევს 19-ვე კანდიდატის მოსმენა.

„ტექნიკურად ეს მეტი პირის მოსმენას ნიშნავს, მაგრამ გამჭვირვალობისთვის შეიძლება, ცუდი არ იყოს. ოპოზიციის გარეშე ვერავის ავირჩევთ. ჩვენ კონკრეტული კანდიდატების მიმართ ჩვენი განწყობები გვაქვს, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ. გავყვებით პროცედურას, რომელიც კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებს. ვიდრე არ გავესაუბრებით, მანამდე პოზიციის დაფიქსირებას მოვერიდებით“, – განაცხადა კობახიძემ.