ირაკლი კობახიძე - ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა, მამუკა ხაზარაძე გახლავთ ნამდვილი ოლიგარქი და ძალიან მძიმე ფორმით აქვს თავის დროზე ფული ნაშოვნი
ირაკლი კობახიძე - ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა, მამუკა ხაზარაძე გახლავთ ნამდვილი ოლიგარქი და ძალიან მძიმე ფორმით აქვს თავის დროზე ფული ნაშოვნი

ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა. ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედი, მეცენატი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, – ამის საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადება, თითქოს ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევს.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, თითქოს ევროპარლამენტი მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად, რაც ტყუილია. ერთადერთი ევროპარლამენტარი იყო ქალბატონი რასა, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ მუდმივად იმეორებენ, რომ ევროპარლამენტს მიაჩნია ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. რაც შეეხება მსგავს რეზოლუციებს, რომლებიც დამტკიცდა რაღაცა მსგავსი შინაარსით, ეს რეზოლუციები იყო უსამართლო. ჩვენ გამოვთქვით დასაბუთებული კრიტიკა და მას შემდეგ ასეთი რეზოლუციები ევროპარლამენტში აღარ მიიღება. ეს არის პასუხი ქალბატონი ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე. და შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ანა არის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ნამდვილი ოლიგარქი. ოლიგარქს, ამ ტერმინს თავისი სხვადასხვა კრიტერიუმი შეიძლება ჰქონდეს. ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ამ კაცს, ბატონ ხაზარაძეს ძალიან მძიმე ფორმით აქვს თავის დროზე  ფული ნაშოვნი. შესაბამისად, ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედი, მეცენატი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.