ირაკლი კობახიძე ნინო ჯანგირაშვილს - რასაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით 2016 წელს მხარი დაუჭირეთ, ახლა იმაზე ამბობთ, რომ კატასტროფაა, არ შეიძლება ასე მანიპულირებდეთ
ირაკლი კობახიძე ნინო ჯანგირაშვილს - რასაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით 2016 წელს მხარი დაუჭირეთ, ახლა იმაზე ამბობთ, რომ კატასტროფაა, არ შეიძლება ასე მანიპულირებდეთ

თქვენ მხარი დაუჭირეთ კანონპროექტს, რომლითაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წელს მიიღო მილიონ 800 ათასი ლარი. ახლა გვეუბნებით, რომ თუ დაემატება მილიონ 800 ათასი საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს ყოფილა კატასტროფა თქვენ მხარი დაუჭირეთ კანონპროექტს, რომლითაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წელს მიიღო მილიონ 800 ათასი ლარი. ახლა გვეუბნებით, რომ თუ დაემატება მილიონ 800 ათასი საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს ყოფილა კატასტროფა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელს ნინო ჯანგირაშვილს განუცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

საუბარია რაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ემატება სარეკლამო დრო. ეს გამოიწვევს თუ არ გამოიწვევს კატასტროფას, ან თუნდაც მძიმე ან უარყოფით შედეგებს ტელევიზიებისთვის, ამაზეა საუბარი. წინა შეხვედრაზე, ქალბატონო ნინო, ბრძანეთ ძალიან საინტერესო რამ. ასეთი რაღაც თქვით, რომ თურმე მხარი დაგიჭერიათ იმ კანონპროექტისთვის, რომლითაც გაუჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის კომპონენტი, რითაც 2016 წელს მილიონ 800 ათასი მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მაშინ იყავით ამის მომხრე. წინა შეხვედრაზე თქვით და შეგიძლიათ კადრები ამოიღოთ, თქვენ მხარი დაუჭირეთ კანონპროექტს, რომლითაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წელს მიიღო მილიონ 800 ათასი ლარი. ახლა გვეუბნებით, რომ თუ დაემატება მილიონ 800 ათასი საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს ყოფილა კატასტროფა. მაშინ მხარი დაუჭირეთ, ახლა ამბობთ, რომ კატასტროფაა. არ შეიძლება ასე მარტივად მანიპულირებდეთ. მაშინ შეიძლება პოლიტიკურად გაწყობდათ და ახლა არ გაწყობთ, მაგრამ ასე არ შეიძლება კანონპროექტზე მსჯელობა. მხარს რასაც დაუჭირეთ თავის დროზე, იმაზე ახლა ამბობთ, რომ კატასტროფაა. თქვენ მილიონ 800 ათასი მიეცით საზოგადოებრივ მაუწყებელს და დღეს აცხადებთ, რომ კიდევ დამატებით თუ მივცემთ საზოგადოებრივ მაუწყებელს მილიონ 800 ათასს, ეს ყოფილა დაქცევა. თქვენ მაშინ განა ჩუმად იყავით, მხარი დაუჭირეთ იმ კანონპროექტს და ახლა რაზე გველაპარაკებით. მე უბრალოდ აღვშფოთდი იმაზე, რომ ტყუილებით ლაპარაკი არ შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როცა საუბარია იმაზე, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ყველა წლის მონაცემი უნდა იყოს წამოდგენილი.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მონაწილეობით, საკანომდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები მაუწყებლობის შესახებ კანონზე მსჯელობენ.