საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ს ტურნირის მოგებას ულოცავს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ღია პირველობის ჩემპიონია!!!
ვულოცავ ქართველ ჩოგბურთელს და ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას!!!“, – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“.
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურის (ATP) ტურნირი. მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ორ საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.