ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია „ქართუ ბანკს“ აკოტრებდა, ჩვეულებრივი კრიმინალები არიან
შვიდი წელია გასული და დესტრუქციიდან ვერ გამოვიდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რაც არის ყველაფრისთვის ძალიან ცუდი, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური დაპირება არ მიუცია.
„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამასთან დაკავშირებით მოთხოვნა იყო დაყენებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. გაკეთდა განცხადება, აქაც ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ იყო კონკრეტული პარტიებისთვის მიცემული დაპირება. არსებული კონტექსტის გათვალისწინებით გამოცხადდა კონკრეტული გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ ბოლომდე მივყევით ამ გადაწყვეტილებას. საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა. ეს არის რეალობა. 200 „ნაციონალი“ ხალხის სახელით ვერ ისაუბრებს. შვიდი წელია გასული და დესტრუქციიდან ვერ გამოვიდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა. რაც ყველაფრისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ რა ვქნათ? – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ აქვთ ზურგსუკან თავიანთი ცოდვები. შესაბამისად, ძალიან უჭირთ ამ ყველაფრიდან გამოსვლა. დღეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ კრიმინალს ეხება, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს. ნიკანორ მელია „ქართუ ბანკს“ აკოტრებდა. ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და როდესაც კრიმინალური წარსული გაქვს, ასეთ დროს დესტრუქციიდან გამოსვლა ძალიან ჭირს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი მოვლენაა, რაც ძალიან ცუდია, ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი არ იქნება, ამ შემთხვევაში ბევრად სწრაფად განვითარდება ქართული დემოკრატია და ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ განვითარების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.