ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს
ნიკა მელიასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით და რეგლამენტით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განაჩენი დამდგარია და საბოლოოდ ძალაშია შესული.
„ამას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკითხი ძალიან მარტივია. არის განაჩენი დამდგარია და საბოლოოდ ამოქმედებულია. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით და რეგლამენტით. ბუნებრივია, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამისთვის მხარის არდაჭერა იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. გუნდში წინასწარი კონსულტაციები გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.