ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი დროს მზად ვართ, საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ
ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი დროს მზად ვართ, საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ

ნებისმიერი დროს მზად ვართ, საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ანგარიშის წარდგენის საკითხზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღზე გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას ელოდება.

„ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს მოხსენების თარიღი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ დაველოდოთ ამ შემოთავაზებას.

ნებისმიერი დროს მზად ვართ, საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.