პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. საუბარი ასევე შეეხო NDI-სთან სამომავლო თანამშრომლობას.