ირაკლი კობახიძე - ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი
ირაკლი კობახიძე - ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რათა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ალიანსის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვილნიუსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე, რომელიც ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

„ყველამ ვიცით, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შესრულდეს ვალდებულებები, საქართველოს ჰქონდეს მუდმივი წინსვლა ნატო-სკენ ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ასეთი მხარდაჭერა არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ნატოს მიმართულებით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.