ნატო-ს სამიტზე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება. ნატო-ს სამიტზე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესში, არაერთი ინიციატივა ხორციელდება ნატო-სთან თანამშრომლობით, რაც, ბუნებრივია, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით თითოეულ იმ ნაბიჯს, რომელიც არის დაკავშირებული ნატო-ში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციასთან. ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.