ირაკლი კობახიძე - ნარკომოხმარების შემცირება უმთავრესი მიზანია და თითოეული გადაწყვეტილება სწორედ ამაზე იქნება აგებული
ნარკომოხმარების შემცირება ჩვენი უმთავრესი მიზანია და თითოეული გადაწყვეტილება, სწორედ ამაზე იქნება აგებული, – ამის შესახებ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება.
„ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ერთი მხრივ, უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, მიზნებს ვაღწევდეთ ამ პოლიტიკით. უმთავრესი მიზანი არის მოხმარების შემცირება და ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჭრილში კი, საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია არსებული ვაკუუმის შესავსებად და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, მათ შორის სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით.
„აქაც დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღება. ერთი მხრივ, მიზანი ჰუმანური პოლიტიკაა და მეორე მხრივ, ნარკომოხმარების შემცირება. საშემოდგომო სესიაზე ეს აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.