ირაკლი კობახიძე - „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების პროტესტის ფორმები აბსოლუტურად მიუღებელია
მზად ვართ, მათთანაც, ნებისმიერ მხარესთან დავსხდეთ და ერთად გავიაროთ თითოეული პუნქტი, რაზეც შეიძლება იყოს კითხვები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების პროტესტის ფორმები აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რაც მიანიშნებს, რომ არგუმენტები არ არის მათ მხარეს.
„ყველა შემთხვევაში მზად ვართ, მათთანაც, ნებისმიერ მხარესთან დავსხდეთ და ერთად გავიაროთ თითოეული პუნქტი, რაზეც შეიძლება იყოს კითხვები. ეს არის სწორი ფორმა. გახსოვთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ დისკუსია პირადად შესთავაზა, რასაც თავი აარიდეს. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც რწმენას ამყარებს, რომ არგუმენტები იქით მხარეს არის სუსტი და რეალურად, აინტერესებთ ამ საკითხებში არა ჩაღრმავება, არამედ პროტესტი. დაფინანსება გარკვეულ ეჭვებს დამატებით ამძაფრებს ამ საკითხის გარშემო“, – განაცხადა კობახიძემ.