ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ და „ქართული მარშის“ მსგავსი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის
„ნაცმოძრაობის“ და „ქართული მარშის“ მსგავსი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის და ეს დრო აუცილებლად უნდა მოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული მარშის“ მიერ, გუშინ, ზუგდიდში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული მარში“ ერთი ბნელი მედლის ორი მხარეა.
„სამწუხაროდ აზიანებს საარჩევნო გარემოს, რეალურად აზიანებს. ეს არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე, აქეთ არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, იქით არის „ქართული მარში“. თქვენ იხილეთ გუშინ, საუბარი იყო 19 მძევლის გათავისუფლებაზე და ეს ორი ბნელი პოლიტიკური ძალა უპირისპირდებოდა ამ დროს ერთმანეთს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე. ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს არამხოლოდ საარჩევნო გარემოს, არამედ ზოგადად გარემოს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვსაუბრობთ ჩვენ სწორედ იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ქართული მარშის“ მსგავსი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის და ეს დრო აუცილებლად უნდა მოვიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.