ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ სრული ქაოსია, რაც კარგია ქართული დემოკრატიის სწორად განვითარებისთვის, რაც მეტი განხეთქილება იქნება ამ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ სრული ქაოსია, რაც კარგია ქართული დემოკრატიის სწორად განვითარებისთვის, რაც მეტი განხეთქილება იქნება ამ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული ქაოსია, რაც კარგია იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია. რაც მეტი განხეთქილება, ქაოსი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული სიბნელეა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ჩვენთვის ვერ იქნება ეს განსაკუთრებით საინტერესო მოვლენა. რაც ამ პარტიაში ხდება, არის საოცრება. გუშინწინ დატოვა პარტია ნონა მამულაშვილმა და თავმჯდომარის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. სრული ქაოსია, რაც კარგია იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია. რაც მეტი განხეთქილება, ქაოისი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში. საინტერესოც არ არის, ამ პოლიტიკურ პარტიაში რა ხდება. საინტერესოა ერთადერთი ის, რომ ეს პარტია თანდათან სუსტდება, ამას უყურებს საზოგადოება და ეს არის კარგი, რომ ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას, ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება ამას დაინახავს და გააკეთებს არჩევანს სრულ სიბნელესა და სინათლეს შორის. სიბნელეში ვგულისხმობ სიბნელეს ყველანაირი გაგებით“, – განაცხადა კობახიძემ.