ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა მათ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მიეცეს.
„„ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.