ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ბოლო დროს არ უჭირს 20 პროტესტანტის შეკრება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 კაცზე მეტის შეკრებას ვეღარ ახერხებს.
„ვიდრე კითხვა დასვით, ამასობაში აქცია დაშლილა და მანამდე 20 კაცი იყო შეკრებილი. 20 პროტესტანტის შეკრება „ნაცმოძრაობას“ არ უჭირს ბოლო დროს, მანამდე 200-საც ვერ კრებდნენ ხოლმე, ახლა 20-ზე არიან ჩამოსული. ეს არის საზოგადოებაში არსებული განწყობა, მათ შორის ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირკლი კობახიძემ სასტუმრო „შერატონში“ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.