ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ არ აქვს ინტერესი, მხარი დაუჭიროს სახალხო დამცველობის რომელიმე კანდიდატს, რადგან ომბუდსმენის არჩევა თუ ვერ მოხდება, ოფისზე სრული კონტროლი ისედაც რჩებათ
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ არ აქვს ინტერესი, მხარი დაუჭიროს სახალხო დამცველობის რომელიმე კანდიდატს, რადგან ომბუდსმენის არჩევა თუ ვერ მოხდება, ოფისზე სრული კონტროლი ისედაც რჩებათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მისივე თქმით, ამავე დროს არის რისკი, რაც მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. როგორც კობახიძე ამბობს, ამ პარტიას არ აქვს სუბიექტური ინტერესი, მხარი დაუჭიროს სახალხო დამცველობის რომელიმე კანდიდატს.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა რისკები ძალიან სერიოზულია. რისკები დაკავშირებულია მათ შორის იმასთან, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს სუბიექტური ინტერესი, მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატს. დღეს სახალხო დამცველის ოფისი მთლიანად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებით არის სავსე. აქედან გამომდინარე, თუ სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხდება, მათ ამ ოფისზე სრული კონტროლი ისედაც რჩებათ. ეს აძლიერებს რისკებს, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ მოხერხდება პოზიციების შეჯერება კანდიდატთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.