ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან

რეალურად, როდესაც გივი თარგამაძე უპირისპირდება პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამით აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გივი თარგამაძის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ქართველ პოლიციელებს შეურაცხყაფას აყენებს.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან.

„ეს არის უბრალოდ მორიგი გამოვლინება, ისინი სახეს კარგავენ ხოლმე, ავლენენ ბოლომდე საკუთარ თავს ასეთი განცხადებებით, რაც არავის უკვირს,. თავისი არსით, „ნაცმოძრაობა“, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რაც ვლინდება მათ პროვოკაციებში და ეს ვლინდება მათ განცხადებებშიც“, – განაცხადა კობახიძემ.