ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, როდესაც პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც თვითგანადგურებაა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, როდესაც პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც თვითგანადგურებაა

რეალურად, „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბოტაჟიც რეალურად იყო თვითგანადგურება.

„დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს, ოლიგარქიული გავლენები და ასე შემდეგ, ესეც არის თვითგანადგურება. როდესაც პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც არის თვითგანადგურება. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესები ნაცმოძრაობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და ხელსაც შევუწყობთ ამ პროცესების განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.