ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყანაც, სახელმწიფოც და სამშობლოც არის სააკაშვილი
პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა გაშალეს სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათთვის ქვეყანაც, სახელმწიფოც, სამშობლოც არის ეს ავადმყოფი კაცი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობისგან“ პარლამენტში შესვლით არანაირ სიკეთეს არ ელოდებიან.
„სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიკეთის კეთება არ შეუძლია ქვეყნისთვის, დემოკფრატიული სისტემისთვის და მოლოდინი არის შესაბამისი. არ ველოდებით მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ წვლილს პარლამენტის მუშაობაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დაკავშირებულია მათ წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. დღეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე მათ გაშალეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათთვის ქვეყანაც, სახელმწიფოც, სამშობლოც არის ეს ავადმყოფი კაცი. ასეთი პოლკიტიკური ძალისგან, ასეთი ადამიანებისგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.