ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ეთაკილებათ, რომ თვითონ მოუწიათ ჩვენთან კავშირზე გამოსვლა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ეთაკილებათ, რომ თავად მოუწიათ მმართველი გუნდის წევრებთან კავშირზე გასვლა.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების“ თხოვნის თაობაზე გაკეთებული განცხადება.
კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს თუ ექნებათ სურვილი, შედგეს შეხვედრა, მათ ანგარიშს გაუწევენ.
„მათ ეთაკილებათ, რომ თვითონ მოუწიათ ჩვენთან კავშირზე გამოსვლა. ეს არ არის არც ასე და არც ისე სწორი საქციელი. როგორ უხერხულობასაც უნდა გიქმნიდეს სიმართლე, ბუნებრივია, შენ არ უნდა თქვა ტყუილი, მაგრამ ამ პოლიტიკური ძალისგან ტყუილი არის ჩვეულებრივი მოვლენა. „ქართული ოცნების“ თხოვნა რამე შევედრასთან დაკავშირებუთ დღეს, ხვალ, ზეგ, თუ მაზეგ, ეს არის ტყუილი. ჩვენ განვმარტეთ რაშიც არის საქმე. საერთაშორისო პარტნიორებს თუ ექნებათ სურვილი, რომ შედგეს ასეთი შევედრა, გნებავთ ხვალ, გნებავთ ზეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტიორებს გავუწევთ ანგარიშს. შეხვედრა რომ შედგეს, ვიქნებით დამოკიდებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე და მეორე – განმსაზვრელი იქნება, რას უნდა შეეხოს ეს შევედრა. საკითხები, რომლებსაც უნდა შეეხოს ეს შეხვედრა, უნდა იყოს განხილვადი და სერიოზული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რვა საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, წასულიყვნენ კომპრომისზე. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან კონტაქტზე გავიდნენ, კერძოდ, შედგა კონტაქტი ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის, რომლებმაც თქვეს, რომ „იქნებ, ხვალ დაელაპარაკათ“.