პოლიტიკური კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ებრძვიან საკუთარ კრიზისს, ამ კრიზისიდან გამოსავალი თავად უნდა იპოვონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვერ იმუშავებს.
„არ ვიცი, მოძებნიან თუ არა გამოსავალს. ამისთვის ძალისხმევა სჭირდებათ. იმ დღის წესრიგით ვერ ვიმუშავებთ, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ. პარლამენტში არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღეთ და ამ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ისტერიული აქციები ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე მიუთითებს.
„ოპოზიციას აქვს კრიზისი და სწორედ ამიტომ აქვთ ისტერიული ლოკალური აქციები. ამაზე მეტს ვერც ახერხებენ. ხალხის რაოდენობა არ აძლევთ არც გამწვავების და არც არაფრის საშუალებას. პრობლემა იქნებოდა, რომ პარლამენტს დღეს არ ემუშავა, მუშაობს, მისი დღის წესრიგი აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას” კრიზისი აქვს. კრიზისი იქნებოდა, დღეს პარლამენტის სხდომა რომ არ ჩატარებულიყო, მაგრამ ვერანაირი 200 „ნაციონალი“ პარლამენტის ბლოკირებას ვერ მოახდენს“, – განაცხადა კობახიძემ.