ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერით, „ნაციონალური მოძრაობა“ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და კვლავ არ სცემს პატივს სახელმწიფო ინსტიტუტებს და არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამას აკეთებენ უკვე 18 წელია და დღესაც აგრძელებენ ასეთივე მოქმედებას, რაც არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი თავის ბუნებას და ხასიათს ვერ გამოისწორებენ“, – განაცხადა კობახიძემ.