ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას, ეს ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, ამისთვის არჩევნებზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას, ეს ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, ამისთვის არჩევნებზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ

ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პარტიების მხრიდან ეკლესიის დიკსრედიტაცია ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, რისთვისაც არჩევნებზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ.

„მე მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრიმინებელი რაღაცა გადაცემა, ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას. ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის დისკრეტიდაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ამისთვის ისინი ამ არჩევნებზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.