ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბაქიბუქობდა, რომ დაახლოებით 800 კაცის შეკრება უნდოდა, რეალურად 200 კაციც ვერ შეკრიბეს
ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
„გუშინ ბაქიბუქობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამბობდნენ, რომ ღამის გათევა მოგვიწევდა. პარლამენტის სხდომა ვერ შედგებოდა და თქვენ ხედავთ, რომ მათ ბაქიბუქს არანაირი ძალა რეალურად არ აქვს. ასევე ბაქიბუქობდნენ, რომ დაახლოებით 800 კაცის შეკრება უნდოდათ და რეალურად 200 კაციც ვერ შეკრიბეს. ეს არის მათი რეალური ძალა. ხალხი მათ ზურგს არ უმაგრებს. შესაბამისად, არანაირი რესურსი არ აქვთ მათ, რომ თუნდაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას. პარლამენტი მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. ისევე, როგორც გასული კვირების განმავლობაში აგრძელებდა მუშაობას. დღეს მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.