ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსი ჯარის შემოსვლა
ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ძალისხმევით წარსულს ჩააბარა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთლიანად იყო აგებული კორუფციაზე, აგებული იყო ტოტალურ ძალადობაზე, მედიის სრულ მონოპლიზაციაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარტლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსი ჯარის შემოსვლა. კობახიძის თქმით, სწორედ მათ შეუწყევს ხელი კრემლის სცენარის განხორციელებას
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარსულს ჩააბარა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთლიანად იყო აგებული კორუფციაზე, აგებული იყო ტოტალურ ძალადობაზე, მედიის სრულ მონოპლიზაციაზე და აგებული იყო იმ დანაშაულებზე, რომელსაც ის ჩადიოდა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე.
ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსი ჯარის შემოსვლა, სწორედ მათ შეუწყევს ხელი რუსული, კრემლის სცენარის განხორციელებას. მათ აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ მოვახერხეთ ამ ძალიან მძიმე რეჟიმის წარსულში ჩაბარება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა.
ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა 2012 წელს და ეს გაკეთდა ყველა შემდგომ არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ შევინარჩუნებთ“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ამ ექვსი წლის განმავლობაში მათ უზრუნველყვეს ტოტალური ძალადობის, ელიტური კორუფციის აღმოფხვრა და გაათავისუფლეს მედია მონოპოლიებისაგან.
„ეს არის „ქართული ოცნების“ მიღწევა. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, მთავარი პრიორიტეტები ჩვენთვის არის ზრუნვა უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, ეკონომიკის გაძლიერება, რაც ყველა სხვა ამოცანასთან არის დაკავშირებული.
ჩვენი ამოცანაა სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ამოცანები და ამისთვის გაგრძელდება ქვეყნის განვითარება და ამას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.
ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ბუნებრივია, პლუსები და მინუსები. თუმცა მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია არც ერთი დანაშაული, მით უმეტეს სისტემური დანაშაული ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ეს არის ის, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას. ჩვენ ვართ დაფუძნებული თვისობრივად ახალ ღირებულებებზე, ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ განვავითაროთ ქვეყანა. ფუნდამენტურად შევცვალეთ ჩვენს სახელმწიფოში ვითარება დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ყველა მიმართულებით თავისუფლება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა.
ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ძალა, რომელიც ვეღარასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.