ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა არის არა ახალი თავმჯდომარის არჩევნები, არამედ მელიას გადაყენების პროცესი, რომელსაც სათავეში უდგას ოლიგარქი კეზერაშვილი
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა არის არა ახალი თავმჯდომარის არჩევნები, არამედ მელიას გადაყენების პროცესი, რომელსაც სათავეში უდგას ოლიგარქი კეზერაშვილი

ეს არის არა არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, არამედ ეს არის მელიას გადაყენების პროცესი, რომელსაც სათავეში უდგას ოლიგარქი კეზერაშვილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„არის ორი ძირითადი დაჯგუფება – კეზერაშვილი-მერაბიშვილის დაჯგუფება და მელიას დაჯგუფება. მეტი ფული არის კეზერაშვილი-მერაბიშვილის მხარეს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ისინი გაიმარჯვებენ. შესაბამისად მოსალოცი ამბავია, ხაბეიშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რაც იქნება სრული ლუსტრაცია ამ პოლიტიკური პარტიის. საბოლოოდ აჩვენებენ საკუთარ სახეს, საკუთარს, როგორც ხაბეიშვილი იტყოდა, ინტელექტუალურ სახეს ამ პარტიის წარმომადგენლები.

რაც შეეხება არჩევნებს, ეს არის არა არჩევნები ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, არამედ ეს არის მელიას გადაყენების პროცესი, რომელსაც სათავეში უდგას ოლიგარქი კეზერაშვილი თავისი ოლიგარქიული გავლენებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.