ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ და „დროას“ შორის განსხვავება არ არის, რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების ნაწილი არიან
„ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სამეულს, ე.წ. ტროიკას რაც შეეხება, სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის არც პოლიტიკური მიზნების და არც მენტალიტეტის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა სააკაშვილთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობაში“ გამართულ შეხვედრაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია.
„ისინი არიან ერთიანი რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია. რაც არ უნდა ერქვას ამა თუ იმ პარტიას, ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ერთიანი ცოდვების ისტორიით და ერთიანი მენტალიტეტით, ეს არის ბოლშევიკური მენტალიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.