ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციაზე რამდენი კაციც ჰყავდა, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქციაზე რამდენი კაციც ჰყავდა, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა განსაჯოს, 27 ოქტომბერს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი, რეალური აქცია.
„რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას – ეს მესიჯბოქსია, რომელიც დაალაგეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, ხალხი რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ არის ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია, ხალხისთვის საკუთარი ძალის კიდევ რთხელ ჩვენება. ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ქვეყანაში ბოროტების დამარცხება, მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.