ირაკლი კობახიძე - მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო, მან, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ბუბა კიკაბიძემ, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.
ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი შემოქმედება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.