ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი კანდიდატი ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს ვერ მოიგებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ მის სატელიტს არ აქვს არანაირი რესურსი განახლების ან პოზიტიური კანდიდატის დაყენების.
კობახიძის თქმით, ამის მორიგი გამოხატულებაა მურთაზ ზოდელავა, რომელიც შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინოს.
„ვერც განახლებას ახერხებენ, ვერც რაიმე პოზიტიურის შეთავაზებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიგებს ვერც ერთ მაჟორიტარულ არჩევნებს, ამაზე შემიძლია ვისაუბრო მთელი პასუხისმგებლობით“ , – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.