ირაკლი კობახიძე - მთელი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გადალახავს ბარიერს, ჯამურად მიიღებს დაახლოებით 20 პროცენტს, ეს არის მათი უსუსურობის, წარსული დანაშაულებისა და დღევანდელი სახის შედეგი
მთელი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გადალახავს ბარიერს, ჯამურად მიიღებს დაახლოებით 20 პროცენტს, ეს არის მათი უსუსურობის, წარსული დანაშაულების და დღევანდელი სახის შედეგი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის შიგნით საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს.
„გარე ჩარევას ყველა ვხედავთ, არის ერთგვარი მცდელობა, რომ ქართველი ამომრჩევლის ნებაზე გარედან მოახდინონ ზეგავლენა. რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ვერ ატარებს არჩევნებს, ხალხთან ვერ გადიან ელემენტარულად, სოფლებში, ქალაქების უბნებში და ა.შ. საერთოდ კამპანიას ისინი არ ატარებენ, აქა-იქ აქვთ ხოლმე გარკვეული კამპანიური ღონისძიებები, ისიც მაქსიმუმ მუნიციპალური ცენტრის დონეზე.
მათ არაფერი აქვთ სასაუბრო ხალხთან, არც იმაზე თუ რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში, თუ როგორ ცდილობდნენ, ეს ქვეყანა შეერყიათ 12 წლის განმავლობაში. არც მომავალზე არაფერი აქვთ სალაპარაკო, აქედან გამომდინარე, ქვეყნის შშიგნით ვერ ატარებენ კამპანიას. მათი საარჩევნო კამპანია წარმოებს თავიდან ბოლომდე გარედან, ეს მათ უსუსურობაზე მეტყველებს და ასეთ ფონზე, საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ რადიკალური ოპოზიცია, მთელი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გადალახავს ბარიერს, ჯამურად მიიღებს დაახლოებით 20 %-ს, ეს არის მათი უსუსურობის, წარსული დანაშაულების და მათ დღევანდელი სახის შედეგი“, – აღნიშნა კობახიძემ.