ირაკლი კობახიძე - მთავრობისგან პირობა გვაქვს მიღებული, რომ ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეძლებისდაგვარად მალე იქნება წარმოდგენილი
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სია 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი, თუმცა სამთავრობო ცვლილებების გამო გადაიდო.
კობახიძის თქმით, მთავრობისგან პირობა აქვთ მიღებული, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შეძლებისდაგვარად მალე იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო როგანოში.
„15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სია, მაგრამ მიზეზი იყო ობიექტური, ზუსტად ამ დროისთვის შეიცვალა მთავრობის შემადგენლობა, გადადგა პრემიერ-მინისტრი. როგორც კი შეიკრიბება ახალი მთავრობა, განახლდება მსჯელობა და ჩვენ გვაქვს პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ შეძლებისდაგვარად მალე იქნება წარმოდგენილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, რომელშიც ჩართული იყო მათ შორის საპარლამენტო ოპოზიცია და სწორედ ამ კონსულტაციების შედეგი იქნება ის სია, რომელსაც წარმოგვიდგენს საქართველოს მთავრობა“,- განაცხადა კობახიძემ.