ირაკლი კობახიძე, მთავრობის სახელით, წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.