ირაკლი კობახიძე - მთავარია, ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რათა განვავითაროთ ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის საზოგადოების მთავარი საწუხარი
ირაკლი კობახიძე - მთავარია, ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რათა განვავითაროთ ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის საზოგადოების მთავარი საწუხარი

ამ წლების მანძილზე ხელისუფლების საქმიანობასა და მოქმედებაში მთელი რიგი ხარვეზები იყო, ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

„ნებისმიერ არჩევნებში საზოგადოება გვიზიარებს თავის გზავნილს და ჩვენ რა თქმა უნდა, ყურად ვიღებთ ამ გზავნილს. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად მოქმედება. ამ წლების მანძილზე ხელისუფლების საქმიანობასა და მოქმედებაში მთელი რიგი ხარვეზები იყო. ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი ხელისუფლების საქმიანობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რათა განვავითაროთ ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი საწუხარი და რა არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საზოგადოების. ეს იყო მთავარი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გზავნილში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა დღეს გაავრცელა.