ირაკლი კობახიძე - მთავარია, ბორჯომის მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული
ჩვენ ბორჯომშიც, ისევე როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ერთადერთი სურვილი გვაქვს, რომ მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ დაცული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს.
„არჩევნებს უნდა ველოდოთ თუ არა ვერ გეტყვით. ეს თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. მუნიციპალიტეტებში პროცესები როგორც წარიმართება იმის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა განვითარება წარმოვიდგინოთ. თუმცა, ზოგადად ჩვენს ხედვას რაც შეეხება, მთავარია, ბორჯომის მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ დაცული და რეალიზებული იყოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.