ირაკლი კობახიძე - მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოში აუცილებლად შედგება
ვერ მოახერხა ოპოზციამ სათანადო ადამიანების შეკრება, ბუნებრივია, ეს პროცესები დამატებით შეუწყობს ხელს, რაც შეიძლება მეტი პარტია შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და როგორც კობახიძე ამბობს, ასეთი სახის პარლამენტი საქართველოში აუცილებლად შედგება.
„ის პროცესები, რაც დღეს წარიმართა, ვერ მოახერხა ოპოზციამ სათანადო ადამიანების შეკრება, ბუნებრივია, დამატებით შეუწყობს ხელს, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ეს სჭირდება არა „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, არამედ ეს სჭირდება ქართველ ხალხს და დემოკრატიას. მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იმ პროცესის შედეგია, რომელიც საარჩევნო სიატემის რეფორმას უკავშირდებოდა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სერიოზული ძალისხმევის შედეგია, ეს ყველაფერი სჭირდება დემოკრატიას. ქართული დემოკრატია რომ განვითარდეს, სწორედ ამისთვის არის საჭირო მრავალპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოში აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.