ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, შეეგუონ, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, შეეგუონ, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე.

„ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60-პროცენტიანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო ვერცერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ, საბოლოოდ, მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება, რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერცერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე ასვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულნი არიან და განულებული აქვთ რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დღეს ისინი უნდა შეეგუონ ძალიან მძიმე მარცხს, ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.