ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები, თვითდაზიანება ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი
თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, რომ დაიკლოს წონაში და ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები.
„მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.