ირაკლი კობახიძე - მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი.
„მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მივულოცავ პირველკლასელებს და პირველკურსელებს. ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და მინდა, ყველას ვუსურვო წარმატებები. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველა ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს სწავლაში.
ასევე, მინდა, პედაგოგებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ამ თემას უკავშირდება და მინდა, მოგახსენოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.