ირაკლი კობახიძე - მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადავადებაზე უმრავლესობის ფორმატში გადაწყვეტილება მიღებული არ არის
ირაკლი კობახიძე - მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადავადებაზე უმრავლესობის ფორმატში გადაწყვეტილება მიღებული არ არის

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადავადებაზე უმრავლესობის ფორმატში გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებაზე 2024 წლამდე.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ ორმა სუბიექტმა. ერთი ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც შეუძლია ასეთი პრაქტიკა დანერგოს, მეორე ეს არის პარლამენტი, რომელსაც შეუძლია კანონის მიღება ამასთან დაკავშირებით.

ჯერ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, არც უმრავლესობის ფორმატში, არც პარლამენტის ფორმატში. აქედან გამომდინარე, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ რაიმე პოზიცია და გადაწყვეტილება დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით. თუ პარლამენტი, ან იუსტიციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს თქვენთვის ცნობილი გახდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.