ირაკლი კობახიძე - მომავალი კვირის ბოლოს მთავრობა იქნება დამტკიცებული
მომავალი კვირის ბოლოს მთავრობა იქნება დამტკიცებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე აცხადებს, არსებით ცვლილებას სამთავრობო გუნდში კობახიძე არ ელოდება.
„პრემიერი აყალიბებს მთავრობის შემადგენლობას. დიდ და არსებით ცვლილებებს არ ველოდებით, თუმცა ვიცით, რომ არის იუსტიციის მინისტრი დასასახელებელი. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჯერ უმრავლესობის ფორმატში. კვირის ბოლომდე პრემიერი დაასახელებს რეგლამენტის მიხედვით მთავრობის შემადგენლობას და მომავალ კვირაში დამტკიცდება მთავრობა. ამას სჭირდება სამ-ოთხ დღიანი პროცედურა და მომავალი კვირის ბოლოს მთავრობა იქნება დამტკიცებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.